вторник, 6 октября 2015 г.

სეპტაფაგი

სეპტაფაგი

სავაჭრო სახელწოდება:  სეპტაფაგი / Septaphage

სეპტაფაგი - საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):    Bacteriophagum Intestinalis
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანტიბაქტერიული საშუალებები  - ბაქტერიოფაგი
სეპტაფაგი - სტერილური ხსნარი
სხვა და სხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე.
სეპტაფაგი - ტაბლეტი
თეთრი, მონაცრისფრო ტაბლეტები Read the rest of this entry »
..
..

ფაგიო

ფაგიო

სავაჭრო დასახელება: ფაგიო / Phagyo

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
პიო ბაქტერიოფაგი თხიერი
Pyo Bacteriophagum Liquidum
ფაგიო - აღწერილობა:
სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე.
ფაგიო - შემადგენლობა:  Read the rest of this entry »
..
..

среда, 3 апреля 2013 г.

ვაკანსია .დამხმარე ინტერნეტში მუშაობისას


ვაკანსია .დამხმარე ინტერნეტში მუშაობისას

გვესაჭიროება ინტერნეტში მუშაობისას დამხმარეები, ქართული სამედიცინო ინტერნეტქსელისათვის  www.medgeo.net   


სამუშაოს აღწერა
ქსელს www.medgeo.net  ცალკეული სამუშაოების შესასრულებლად, მუდმივად ჭირდება დამხმარეები ინტერნეტში მუშაობისას. შემოთავაზებული სამუშაო კარგია იმ პირთათვის ვისაც აქვს კომპიუტერი და სურს მეტნაკლებად თავისუფალ რეჟიმში მუშაობა , იგი გარკვეულ პერსპექტივას ატარებს სამედიცინოს სტუდენტებისათვის..

ფუნქციები
          
სამუშაოები შეიძლება მოიცავდეს  ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე ფუნქციას :
1.       საიტის დარეგისტრირება ქართულ და უცხოურ უფასო კატალოგებში , რომლებიც არ ითხოვენ თავიანთი ბანერების ჩვენთან განთავსებას
2.       ინტერნეტში სამედიცინო სიახლეების გადახედვა , თარგმნა და/დადება ჩვენს საიტზე (ქართულის და  რუსული ) მათ შორის –  ოფიციალური სახელმწიფო მასალების   კოპირება (გვაქვს ზოგიერთზე ნებართვა).
3.       საიტზე უკვე არსებული პოსტების  ოპტიმიზაცია , ჩალინკვა (იხილეთ საიტზე www.medgeo.net  )
4.       ძიებები და ინფორმაციის მოგროვება ინტერნეტში გუგლისა და ფორუმების გამოყენებით
5.       მიმოწერა უცხოურ საიტებთან (პოსტებთან) ლინკების გაცვლაზე. (თემატურად) თუკი კარგად იცით რუსული  
6.       ტექნიკური დახმარება ბლოგების და ფეის–გვერდების  წარმართვაში . მაგალიად: ბლოგებზე მრიცხველების დასმა, ლინკების შეტანა , პოსტების დადება და ა.შ.(ბლოგების არასრული სია იხილეთ საიტზე www.medgeo.net  )
7.       სასურველია შეეძლოს სტატიების კომენტირება, ანოტაციების მომზადება .რეცენზიების და სარეკლამო ანონსების დაწერა და მათი გავრცელება სოციალური ქსელებით
8.       სხვა სამუშაოები, რომლებიც ხელს შეუწყობს საიტზე მკითხველთა მოზიდვას.
9.       ჩვენ გვესმის, რომ კანდიდატურამ თავიდან შეიძლება ვერ შეძლოს ყველა ამ ფუნქციის შესრულება, მაგრამ თანხლებ წერილში უნდა დაგვარწმუნოთ, რომ შეგიძლიათ ერთი ან რამდენიმე ფუნქციის შესრულება. ტრენინგების შედეგად, თანდათან აითვისებთ სხვა ფუნქციებსაც.

უნარები და ცოდნა
  • აქ აღწერილი საბუთები შეუძლიათ გამოაგზავნონ ნებისმიერი ასაკის, საცხოვრებელი ადგილის და პროფესიის პირმა, თუკი მას შეუძლია სამუშაოთა შესრულება
  • მოთხოვნა არაა, მაგრამ სამუშაოს ზოგიერთი ასპექტის შესრულება სავარაუდოდ გაუადვილდება სამედიცინოს სტუდენტებს, რომლებიც კარგად ერკვევიან კომპიუტერში (ან ექიმს), პიარ–ტექნოლოგებს, ჟურნალისტს
  • ერთ–ერთი უცხო ენის ფლობა პლიუსია (რუსული ინგლისური) , თუმცა არაა აუცილებელი მოთხოვნა.
  • თუკი შეგიძლიათ რუსულიდან სამედიცინო ტექსტების თარგმნა , მიუთითეთ. ასევე– მიუთითეთ, თუკი განათლება რუსეთში გაქვთ  მიღებული  .

მოთხოვნები
  • არ არის ასაკობრივი, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა რაიმე შეზღუდვა. ფორმალურად ერთადერთი მოთხოვნაა გქონდეთ კომპიუტერი, სკაიპი და მიკროფონი და შეძლოთ ჩამოთვლილ დავალებათა ნაწილის (მინიმუმ ერთის) შესრულება.

თანმხლებ წერილში უნდა მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
  • თანმხლებ წერილში ზუსტად ჩამოაყალიბეთ:
    1. ჩამოთვლილი ფუნქციებიდან რომლის შესრულება შეგიძლიათ კონკრეტულად. ჩვენი მიზანია გავაფართოოთ მკითხველთა წრე. თუკი შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ სხვა სამუშაოები, რომლეიც გაზრდის მკითხველთა რაოდენობას– შემოგვთავაზეთ, ოღონდ კონკრეტულად.
    2. მოგვეცით სადემოსტრაციო ინფორმაცია შერჩეულ დავალებაზე. მაგალითად, თუ გვწერთ , რომ საიტებს დაარეგისტრირებთ კატალოგებში, მოგვწერეთ 10–მდე საიტების კატალოგის დასახელება, სადაც დაარეგისტრირებთ . სიაში ნუ შეიტანთ ძალიან ცნობილ  კატალოგებს. ანუ– სასურველია დემოსტრირება, რომ ნამდვილად შეგიძლიათ თქვენს მიერ შერჩეული დავალების შესრულება.

ანაზღაურება
           ყველა დავალებისათვის მოხდება თანხის შეთანხმება . სავარაუდოდ, ჩვენ მთლიანად დავტვირთავთ თქვენს თავისუფალ დროს. იმუშავებთ თქვენი სახლიდან, თავისუფალ რეჟიმში. ეს სამუშაო არ მოითხოვს ჩვენს ოფისში ჯდომას. მათი შესრულება საკმაოდ მარტივია.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
  • თავიდან ხდება წერილების ტექნიკური დახარისხება. იშლება ის წერილები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ( იხ. პუნქტი “CV-ს გამოგზავნა”)
  • შესწავლილ იქნება თქვენს მიერ გამოგზავნილი თანმხლები წერილი  სადაც უნდა იყოს ჩამოთვლილი ფუნქციები, რომელთა შესრულება შეგიძლიათ და სადემოსტრაციო მაგალითები.
  • მესამე ეტაპზე გავეცნობით CV-და ფასზე შეთანხმების შემდეგ დაიწყება  საცდელი კონტრაქტი
  •  
CV-ს გამოგზავნა
  • გთხოვთ საბუთების გამოგზავნამდე კარგად გაეცანით ამ განცხადებას.
  • უნდა გამოაგზავნოთ ორი დოკუმენტი:
    1. თანმხლები წერილი,იგი გამოაგზავნეთ პირდაპირ, ნუ ჩადებთ ატაჩმენტში. მიუთითეთ თქვენი სკაიპი იქვე
    2.  ატაჩმენტით გამოაგზავნეთ
    CV
  • CV-ები თანმხლები წერილის გარეშე ჩაითვლება სპამად და ავტომატიურად წაიშლება.
  • გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზეsesxi1@gmail.com
  • თხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება « « « დამხმარე ინტერნეტში მუშაობისას  ».
  • ჩვენს მიერ პირველადი ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში მიიღებთ მოწვევას სკაიპზე სასაუბროდ. სასაუბროდ  მოწვევა არაა სამსახურში მიღების გარანტია.